1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ვ. გოგიჩაიშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა იაპონიაში ტყვედ წაყვანილი ქართველი სალდათებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი