საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12692

ფაქტი 12692

ლაიფციგში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა დავით ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ლაიფციგში იყო აღმოსავლეთის მწიგნობრობის მაღაზია, რომელსაც კავშირი ჰქონდა იმ ევროპელ პროფესორებთან, აღმოსავლეთის ლიტერატურას რომ იკვლევდნენ. ღამბაშიძის ცნობით, იმ პერიოდში ბევრმა მეცნიერიმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ამიტომ მაღაზიამ ქართული განყოფილება გახსნა. ღამბაშიძემ საზოგადოების გამგეობას მაღაზიის კატალოგი გაუგზავნა და მისწერა, რომ მან მაღაზიის თანამშრომლებს საზოგადოებასთან დაკავშირება ურჩია, თვითონ კი მზად იყო შუამდგომლობისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12692; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .