1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ბიბლიოთეკას 1898 წლის 1-ლ იანვარს ჰქონდა 136 მან. 24 კაპ., შემოსავალი იყო 1 218 მან. 24 კაპ., გასავალი – 207 მან. 20 კაპ., ანგარიშში ნაშთი ნაჩვენები ჰქონდა 311 მან. 04 კაპ., რომელიც იმ შემთხვევაში გამოვიდოდა, წინა წლიდან რომ არ დარჩენოდა ნაშთი. 1899 წლის 1-ლი იანვრისთვის ნაშთი უნდა ყოფილიყო 447 მან. 28 კაპ. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკის გამგეს აეხსნა აღნიშნული გარემოება. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი