საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12772

ფაქტი 12772

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებელ ისიდორე რამიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა წიგნები, რომლებიც აკლდა. თხოვნას თანდართული ჰქონდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სია. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12772; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .