1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ელიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებას შემოუვიდა 1466 მან. 89 კაპ., დაიხარჯა 1213 მან. 40 კაპ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი