1901 წელს ანასტასია წერეთლის თხოვნის საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა თბილისის მეორე სამკითხველოს 11 მანეთის წიგნები გაუგზავნეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: ვ. ლორთქიფანიძემ, დ. კარიჭაშვილმა, გრ. ყიფშიძემ, ივ. რატიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა და ე. თაყაიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი