საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12944

ფაქტი 12944

1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძემ ახალციხიდან წერილი გაუგზავნა ქშწკგ საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით მოითხოვა, გაეთვალისწინებინათ ახალციხეში ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა და იქ განყოფილების გახსნაზეც ეზრუნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12944; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .