საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13056

ფაქტი 13056

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა სკოლებში შემწეობის გაგზავნისთანავე ყოველი სოფლის მასწავლებლისთვის თხოვნით მიემართა, შეეგროვებინათ ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, რომლებსაც მმართველობა განიხილავდა და ცალკე წიგნად გამოსცემდა. ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვებისთვის ინსტრუქცია და პროგრამა შედგენილი იყო როგორც მასწავლებელთათვის, ისე ყოველი კერძო პირისთვის, რომელიც ამ საქმეში საზოგადოების დახმარებას მოისურვებდა. მმართველობას შემუშავებული და დაბეჭდილი ჰქონდა პროგრამა და გეგმავდა საზოგადო კრების წინაშე წარედგინა განსახილველად და დასამტკიცებლად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13056; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .