საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გაიმართა დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომა, რომელსაც მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.

წყარო: საქართველო, 1920 | 14 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა