საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13114

ფაქტი 13114

1888 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიხეილ ყიფიანს 1-ელ მაისს გაგზავნილი წერილის საპასუხოდ მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, ვლადიკავკაზში დაარსებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, როგორც ამის შესახებ ყიფიანი იწერებოდა, თუმცა საჭირო არ იყო ამას ოფიციალური ხასიათი მისცემოდა, რადგან ასე საქმე გაიწელებოდა. გამგეობა ყიფიანს ვლადიკავკაზის განყოფილებისთვის თავმჯდომარის, ხაზინადრისა და მდივნის შერჩევას სთხოვდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13114; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .