1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო კარიჭაშვილი მოსკოვის უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის მსმენელი იყო. მას ორი 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული: ერთი – თბილისში, მეორე – გორში, სხვადასხვა სპეციალობით. ნინო კარიჭაშვილი მე-8 საზოგადოებრივი განვითარების კლასში უმაღლესი კურსების სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად სწავლობდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი