1919 წლის 7 ნოემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ სასწავლებელთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად 1919 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მ. ბალანჩივაძე დანიშნეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მ. ბალანჩივაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი