საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13138

ფაქტი 13138

1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმის წარმოება ქართულ ენაზე იყო საჭირო. საქმის მწარმოებელს და კლასის დამრიგებელს თამარ ილარიონის ასულ ციციშვილ-გუბარევისას კი ქართულ ენაზე დოკუმენტების შედგენა არ შეეძლო, რის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. კინწურაშვილმა გამოცდილი საქმისმწარმოებელი ვერ იშოვა და შუამდგომლობით კვლავ გუბარევისა დააბრუნა სამსახურში. საქმიან ქაღალდებს თავად დირექტორი ადგენდა, გადაწერაში კი ეხმარებოდა გუბარევისა, რომელიც ქართულ ენაზე საქმიანი ქაღალდების შედგენას სწავლობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13138; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .