საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13217

ფაქტი 13217

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მიერ დაყენებული საკითხი წინარეხის სკოლის მასწავლებლისთვის ხაზინიდან ხელფასის მიცემის შესახებ – მასწავლებლისთვის ივნისამდე თვეში 25-25 მანეთი უნდა მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისთანავე დაუბრუნებდა საზოგადოებას. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13217; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .