საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13242

ფაქტი 13242

1904 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დანიშნული ჰქონდა 35 სხდომა, რომელთაგან 4 არ შედგა წევრთა დაუსწრებლობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13242; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .