1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების უმეტეს ნაწილს კარგად ჰქონდა ათვისებული განვლილი მასალა. მოსწავლეების მცირე ნაწილი სუსტი იყო, რადგან გვიან ჰქონდათ დაწყებული სწავლა. ისინი ქართულად და რუსულად სუფთად და ლამაზად წერდნენ, მე-2 და მე-4 განყოფილების ზოგიერთი მოსწავლე კი განსაკუთრებულად ლამაზად წერდა. ზოგადად, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ, დისციპლინა ძალიან კარგი იყო სკოლაში. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი