1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ; გამართულად კითხულობდნენ; რუსულად ნასწავლი მასალა კარგად ჰქონდათ ათვისებული; იცოდნენ ანგარიში; ჰყვებოდნენ ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების შინაარსს და ხსნიდნენ ლოცვების სიტყვებს. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი