საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13459

ფაქტი 13459

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დანიშნული ჰქონდა 35 სხდომა, რომელთაგან საზოგადოების თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არ დასწრებია არც ერთს, თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო 27-ს. სხვა წევრები: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი – 24-ს; გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 15-ს; ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 15-ს; ივანე გიორგის ძე რატიშვილი – 19-ს; სიმონ ფირცხალავა დაესწრო ყველა სხდომას; ვახტანგ მუსხელაშვილი – 20-ს; კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე – 21-ს; პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა – 16-ს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .