1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ თბილისის სკოლის შესანახად ყოველწლიურად დაეხარჯებოდა არანაკლებ 120 თუმანი. ეს თანხაც არ იქნებოდა საკმარისი თუ მმართველობა, თანახმად თავისი პირველი განკარგულებისა, მოისურვებდა ის სამაგალითო სკოლად გადაექცია. მმართველობა იმედოვნებდა, რომ მოსწავლეთაგან სწავლის საფასურის სახით, წელიწადში შემოუვიდოდა არანაკლებ 40 თუმანი და ამით შეუმსუბუქდებოდა ხარჯი, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და საზოგადოებას ერთ-ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 199 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი