1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-12 აპრილის შემოსავალი იყო 158 მან. 36 კაპ., ხარჯი – 364 მან. 72 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 927 მან. 71 კაპ. – და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი