საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13521

ფაქტი 13521

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „დედა ენა“, რომლის პროგრამაც გასულ წელს არ დაუსრულებიათ. ასევე ისწავლეს ცხრა არაკი და ლექსები, სურათის აღწერა, მეტყველების ნაწილები, სამშობლოს აღწერა, მათემატიკიდან – ოთხივე მოქმედება, ზომის ერთეულები, ამოცანები ქართულად და რუსულად, „ბუნების კარიდან“ – 12 ლექსი, საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და რამდენიმე ტექსტი ახალი აღთქმიდან. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13521; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .