1906 წლის 14 (29) ოქტომბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოებას ყდიანი „ვეფხისტყაოსანი“ ექვს მანეთად უნდა გაეყიდა, ყდის გარეშე – ხუთ მანეთად, „ქილილა და დამანა“ კი – ერთ მანეთად. ასევე წიგნები ყოველწლიურად 5%-ით უნდა გაიაფებულიყო, რადგან ძვირი წიგნები ნაკლებად იყიდებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი