1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა: ა) თანხები: მასწავლებელთა საარსებო – 83,63 მანეთი, ბათუმის სკოლის – 9,40 მან., ბალანჩივაძისა – 15,49 მან., ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილისა – 251,18 მან., ობლების – 2,37 მან. და სტუდენტების – 31,85 მან., სულ – 428,92 მან. მიემატებინა სალიტერატურო ფონდისთვის, ბ) საწევრო გადასახადი 6 მანეთი საზოგადოების წევრებისთვის დიდი თანხა იყო და შეემცირებინა 3 მანეთამდე იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში, ვინც საწევრო თანხას არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი