საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13547

ფაქტი 13547

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ რევოლუციური მოძრაობისა და მძაფრი პოლიტიკური მოვლენების გამო ზოგიერთ ადგილას სკოლები და ბიბლიოთეკები დახურული იყო, საზოგადოებისა და გამგეობის წევრები სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს ყურადღებას ვერ აქცევდნენ, რის გამოც 1905 წელს საზოგადოების სხდომა ვერ შედგა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13547; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .