1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „ბუნების კარის“ გვ. 133-150 და 156-198, აგრეთვე, ცამეტი ლექსი ზეპირად და არაკი „სამი ძმა"; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები ვახტანგ გორგასლის შესახებ; გრამატიკა – სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოთი; რუსული ენის სახელმძღვანელოდან – პროგრამის მცირე ნაწილი და გაიმეორეს გასულ წელს ნასწავლი მასალა; გრამატიკიდან – ბრუნვა; ანგარიშიდან – ოთხივე მოქმედება; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმის ათი ტექსტი და ახალი აღთქმა ამაღლებამდე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი