1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების დადგენილებით, საზოგადოებას უფლება ჰქონდა შეძენილი ან საჩუქრად მიღებული უძრავი ქონება გაეყიდა ან დაეგირავებინა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი