1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი ყოფილიყვნენ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები. მათ დაევალათ, დასწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას საგურამოდან თბილისში.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1907-1907
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი