საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13979

ფაქტი 13979

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილისა და საზოგადოების წევრის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის მოხსენება საზოგადოების წლიური შემოსავალ-გასავლის ანგარიშის შემოწმების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდგომისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13979; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .