1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 1-ლი მაისისთვის საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 10674. 18, სათადარიგოდ – 9287, წიგნებისთვის კი – 1455. 98 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი