1908 წლის 22 ივლისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტისა და გამგეობის გაერთიანებულმა კრებამ გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის გაეღო 2500 მანეთი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის 24 ივლისს გაგზავნილ შეტყობინებას ხელს აწერენ: კომიტეტის თავმჯდომარე გ. მაღალაშვილი და მდივანი გიორგი ლასხიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი