1901 წელს ბესარიონ ნიჟარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სვანეთის საკვირაო სკოლებისთვის გაეგზავნათ 80 „დედა ენა“, 160 რვეული, 80 ფანქარი, 100 კალამი და 3 ყუთი მელნის ფხვნილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი