საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14455

ფაქტი 14455

1908 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისა (გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) და მდივნის (ილია ზურაბიშვილი) მიერ ხელმოწერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად შესაწირი თანხის მოძიების საკითხის განსახილველად უნდა მიემართათ უახლოესი საგუბერნიო კრებისთვის. კრება უნდა გამართულიყო შემოდგომაზე ან მომავალი წლის დამდეგს. დელეგატებად დანიშნულები იყვნენ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი და ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14455; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .