1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა წინადადება, რადგან სკოლებში აგენტების გაგზავნა ძვირი ჯდებოდა, გაზეთებში დაებეჭდათ შემდეგი შინაარსის განცხადება: სოფელს, რომელიც სკოლის გახსნას ისურვებდა და ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 30-40 თუმანს გამოყოფდა; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავის მხრივ, სკოლის სახლის ასაშენებლად 15 თუმანს გადასცემდა; გამოცდილ მასწავლებლებს დაუნიშნავდა; ყოველწლიურად 4 თუმნის წიგნებს გაუგზავნიდა და სკოლის მართვა-გამგეობის პასუხისმგებლობას აიღებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი