საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14470

ფაქტი 14470

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი გეოგრაფიის ორი ხელნაწერიდან მმართველობამ ვერც ერთი ვერ ცნო ჯილდოს ღირსად. მმართველობის გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გამოიცემოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტორი მას მმართველობის შენიშვნების მიხედვით შეასწორებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14470; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .