საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1449

ფაქტი 1449

1920 წლის 3 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ ჯავიდან მიიღო შემდეგი შინაარსის დეპეშა: „ოსეთის ყველა სოფლის, გარდა მთის ოსეთისა, წარმომადგენელთა ყრილობა რესპუბლიკის მთავრობას ულოცავს დამოუკიდებლობის აღიარების დიდ აქტს; ყრილობას სწამს, რომ ეს ისტორიული ამბავი შედეგია იმ დემოკრატიული წესწყობილებისა, რომელმაც რესპუბლიკის მცხოვრებნი გადაარჩინა ანარქიას და სამოქალაქო ომს. გაუმარჯოს ნ. ჟორდანიას და მის მთავრობას“. თავმჯდომარე ჯიოევი.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 3 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1449; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .