საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14675

ფაქტი 14675

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პირველ განყოფილებას საკუთარი მასწავლებელი არ ჰყავდა, ამიტომ მოსწავლეები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი, ერთს მესამე განყოფილებასთან ერთად ასწავლიდნენ, მეორეს კი – მეოთხესთან, რაც სწავლას აფერხებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14675; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .