1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის IV განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენის პროგრამა სრულად ვერ გაიარეს. საქართველოს გეოგრაფია ცალკე სისტემატურად არ გაუვლიათ და უჭირდათ. „ბუნების კარის“ ისტორიული ნაწილი და საღვთო სჯული კი კარგად იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი