1908 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ოცდახუთი მანეთი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილმა და მდივანმა სერგი გორგაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი