საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14806

ფაქტი 14806

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები, ნასწავლ ტექსტებსაც კარგად კითხულობდნენ, უცხო ტექსტები კი უჭირდათ. III განყოფილების მოსწავლეები კარგადაც კითხულობდნენ და წაკითხულის შინაარსსაც ჰყვებოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14806; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .