საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14837

ფაქტი 14837

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობის წევრებმა დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ელიავას ბათუმის სკოლის დათვალიერებისას არ დახვდათ ისეთი სურათი, როგორსაც ჩვეულნი იყვნენ. შედარებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა მეოთხე განყოფილებამ, თუმცა იქაც საკმაოდ იყვნენ ჩამორჩენილი მოსწავლეები, რომელთაც მასალა ცუდად აითვისეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14837; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .