საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14864

ფაქტი 14864

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში ქართული წერა-კითხვა ისწავლა 47-მა მაჰმადიანმა და 24-მა მეგრელმა მოსწავლემ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ.გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14864; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .