საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14869

ფაქტი 14869

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორს საგნების პროგრამები მოსთხოვა. მმართველობამ პროგრამები შეამოწმა და თანდართული შენიშვნებით უკან უნდა გაეგზავნა ინსპექტორისთვის, რათა მას საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი დაებრუნებინა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14869; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .