საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14926

ფაქტი 14926

1908 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძეს უნდა გაეკეთებინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი მამადავითის მთაზე. მას გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5 800 მანეთი. სამუშაოს ჩაბარების ვადა იყო 1910 წლის 10 მაისი. მასვე ევალებოდა ქანდაკების გამზადება პარიზიდან საქართველოში გადმოსაგზავნად, ხოლო სამგზავრო ხარჯები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა დაეფარა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14926; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .