1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, სოხუმის მაზრის აგენტს, მასწავლებელ ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელს საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N 15, საწევრო დავთარი N 12, წევრთა სია, საზოგადოების წესდება და აგენტის წერილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი