საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1499

ფაქტი 1499

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1499; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .