1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების სკოლების საქმეს განაგებდა კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე და ეკატერინე (კატო) რევაზის ასული გაბაშვილისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი