საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15049

ფაქტი 15049

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის ბიბლიოთეკიდან 120 სასულიერო შინაარსის, 600 – მხატვრული ლიტერატურა, 360 – ისტორიული, 240 – პოლიტიკურ-ეკონომიკური, 360 – საბუნებისმეტყველო, 480 – საბავშვო და 240 სხვა ჟანრის წიგნი გაიცა. სულ გაიცა 2400 წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .