საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15056

ფაქტი 15056

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I ბიბლიოთეკიდან გაიცა 4 სასულიერო შინაარსის წიგნი, 1236 – მხატვრული ლიტერატურა, 66 – ისტორიული, 39 – პოლიტიკურ-ეკონომიკური, 42 – საბუნებისმეტყველო, 241 – საბავშვო და 231 – სხვა ჟანრის წიგნი. სულ გაიცა 1863 წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15056; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .