საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15059

ფაქტი 15059

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის ბიბლიოთეკიდან 17 სასულიერო შინაარსის წიგნი გაიცა, 219 – მხატვრული ლიტერატურა, 81 – ისტორიული, 99 – საბუნებისმეტყველო, 205 – საბავშვო და 47 სხვა ჟანრის წიგნი. სულ 662 წიგნი გაიცა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15059; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .