საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15108

ფაქტი 15108

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის წერილი იმის შესახებ, რომ ბარნაბა გელაზონიას ბათუმის სკოლის მასწავლებლად არ ამტკიცებდნენ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ გელაზანია დაუყოვნებლივ გადაეყენებინათ და მის მაგივრად გარდავაძე მიეწვიათ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდებოდა, გელაზანიას გაკვეთილები სხვა მასწავლებლებს უნდა გადაენაწილებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15108; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .